ქობულეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარმა დააზიანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას მერიაში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის და სათანადო დახმარებას გაუწევს.
ხანძარი ქობულეთში, ბაგრატიონის ქუჩაზე გუშინ მოხდა.