სლოვენიაში კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი ჰოლანდიელი მთამსვლელია.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ წყალდიდობისგან გამოწვეული მატერიალური ზიანი 550 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ეს ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა სლოვენიის უახლეს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის ორი მესამედი დააზარალა“, - განაცხადა სლოვენიის პრემიერმა.
სტიქიის შედეგად მინიმუმ სამი ხიდი ჩაინგრა, დაზიანდა გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
წყალდიდობა, ასევე, დაფიქსირდა ავსტრიაში, სადაც კარინტიის პროვინციაში, დაახლოებით, 80 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.