უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა რთულია, რადგან რუსეთმა შეძლო სტაციონარული, სრულად აღჭურვილი თავდაცვის პუნქტების მოწყობა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეტევა არ ჩერდება და გრძელდება. ჩემი აზრით, ბახმუტის ხაზზე ცოტა უფრო სწრაფად, ვიდრე სამხრეთში, მაგრამ დრო გვიჩვენებს", - განაცხადა ბუდანოვმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ტერიტორიის დაბრუნება მოახერხეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, მაგრამ განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს დაბრუნებული ტერიტორიის შენარჩუნებას და წინსვლას.