შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 17 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.