პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფინანსური დახმარების საჭიროება არ არის. აღნიშნულით პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, „ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო“. მისივე განცხადებით, მოქალაქეებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა სურთ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი ადამიანური რესურსით სრულად უზრუნველყოფილია.