რაჭაში სტიქიის ზონაში, სამძებრო სამაშველო ოპერაციების გატარების შემდგომ მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სტიქიას რაჭაში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 24ი პირის ძებნის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით სანსეტ შოვის შიდა პერიმეტრზე სპეციალური გზის გაჭრა მიმდინარეობს, ასევე სტიქიის ზონაში ქართული ოცნების თავმჯდომარე და მინისტრთა კაბიბინეტის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათი თქმით მეწყერის გამომწვევ მიზეზებზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.