ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ტაიფუნი „დოკსური“ დაატყდა თავს. სტიქიის გამო ქალაქ შულანიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობას ქალაქში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაკარგულად ითვლება. Reuters-ის ინფორმაციით, უკვე 4 დღეა, რაც ქალაქში გადაუღებლად წვიმას. წყლის უხვმა ნალექებმა ხიდებისა და გზების დაზიანება გამოიწვია.