რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას სეისმოლოგები ეხმაურებიან. სეისმურად აქტიური ზონების გაკონტროლების გამარტივების მიზნით, სპეციალისტები მთავრობას უახლესი საინჟინრო ტექნოლოგიების შესყიდვისკენ მოუწოდებენ. ექსპერტები მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებენ იმას, რომ შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც სეისმურად აქტიური ზონების ანალიზი მოხდება, რაც მოსახლეობის ინფორმირებას ხელს შეუწყობს.