შოვში, სტიქიის ზონაში ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას სპეციალური ტექნიკაც აგრძელებს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული არიან მეხანძრე-მაშველები, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ შოვისკენ გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა. რაც შეეხება დაკარგულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანი არის გაყვანილი. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.