აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცზე, რომლებსაც ბრალი ქურდობაში ედევათ, ძებნაა გამოცხადებული, - ინფორმაციას გამოცემა Dailyvoice-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამომძიებლები აცხადებენ, რომ ამ ორმა პირმა 2022 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის ივნისამდე Apple-ის მაღაზიაში რვა ქურდობა დაგეგმა და განახორციელა და საერთო ჯამში, 10 070 აშშ დოლარის ღირებულების ყურსასმენები, კლავიატურები და სხვა პროდუქცია მოიპარა.