შოვში დამანგრეველ სტიქიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე 31 ადამიანი იძებნება, რომლებთანაც ახლობლები და ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე საათია კონტაქტზე ვერ გადიან. მაშველებმა დღეს 1 ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ჯამში სტიქიის არეალიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. სტიქიის ადგილზე პრემიერ-მინისტრი იმყოფება, რომელმაც განაცხადა რომ სამაშველო სამუშაობეში ჯარიც ჩაერთვება. რა ხდება მოვლენათა ეპიცენტრში.