ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებენ, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებენ. სამძიმარი ასევე გამოთქვეს გერმანიის, თურქეთის, ესტონეთისა და ისრაელის საელჩოებმაც.