რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები განხილვის მთავარი თემაა პოლიტიკოსებში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენის თავიდან არიდება შეეძლო. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ დაშავებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა - კიდევ რა განცხადებები კეთდება სტიქიის გარშემო და როგორ პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლება.