კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ყაზახეთში „აქტობეს“ 2:1 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა.
პირველი მატჩი ქუთაისში სტუმრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში სტივ კინის გუნდი უფრო გააზრებულად და გამართულად ათამაშა. 58-ე და 66-ე წუთებზე არაბიძისა და ბუღრიძის გოლებით „ტორპედომ“ დაწინაურება შეძლო.
75-ე და 78-ე წუთებზე სანდოხაძემ 2 ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. „ტორპედოს“ შანსები ამ მომენტში ნაადრევად მოკვდა.
ამის შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა და შედეგიც უცვლელი დარჩა - „აქტობე“ მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.