რაჭაში სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან ვერტმფრენებით განახლდა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 140 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. დილიდან ამ დრომდე სტიქიის ზონაში ჩარჩენილების უსაფრთხო ადგილას გამოსაყვანად 9 საევაკუაციო რეისი შესრულდა. რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ მინისტრი.