ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი ცდილობს გააფართოოს თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად მისგან ჭურვების შეძენა სურს. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში. კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოსკოვსა და ფხენიანს შორის იარაღის მიწოდებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას არღვევს.