ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტის აკრძალვას ოპოზიცია, საქართველოს საერთაშორისო სანქციებთან მიერთებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტთა თქმით ავტომობილების ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემები შეექმნება, თუმცა ომის პარალელურად, შექმნილი რისკებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო. მათივე თქმით ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს.