თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად ერთი ადამიანია დაჭრილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით არის აღძრული.
უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 19,108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.