საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, – ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. „საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი. ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია.