ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტვისტებმა იორკშირში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის კერძო სახლი შავი ქსოვილით დაფარეს. აქტივისტებმა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პოლიტიკა გააპროტესტეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2019 წელს ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეალური ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა. ამასთან, აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია ბრიტანეთის ხელისუფლების ახალმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ლიცენზირებულ ნავთობკომპანიებს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვების უფლებას აძლევს.