უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვნები დიდი ალბათობით არ გაიმართება. მისივე თქმით, იმ ადამიანთა მონაწილეობის გარეშე, ვინც ახლა უკრაინას იცავს, არჩევნების ჩატარება არის შეუძლებელი. ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო კი - მომავალი წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო.