„ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის აგენტი, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში", 2008 წელსაც მათი დავალებით მოქმედებდა და ახლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასშტაბური კოორდინაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, ფრიდონ ინჯია მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა - დეპუტატმა ბათუმში აქციაზე მისულებს "დაქირავებულები" უწოდა.