უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, ქერჩის ხიდის აფეთქების ორივე ოპერაციაში მონაწილეობას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები იღებდნენ.
უწყების ხელმძღვანელის ოლექსი დანილოვის განცხადებით, შავი ზღვის ბლოკადა არა მარტო უკრაინის, არამედ მსოფლიო საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას წარმოადგენს.
„ეს რუსეთისთვის ძალიან-ძალიან ცუდად დამთავრდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია", - დასძინა მან.
დანილოვის განცხადებით, თავისი მოქმედებით უკრაინა ხმამაღლა ადასტურებს საკუთარ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შავ ზღვაში არსებულ რუსულ ხომალდებს სამხედრო მიზნად აღიქვამს.