ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციასა და ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ასევე პოლიციის ერთი ოფიცერი დაიჭრა. ნარკოკარტელის წინააღმდეგ რეიდი სან-პაულუშიც ჩატარდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ დიდი ოდენობით იარაღი და 385 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მიმდინარე კვირაში ბრაზილიის პოლიციამ კიდევ რამდენიმე რეიდი ჩაატარა, საერთო ჯამში ორმხრივ სროლას 45 ადამიანი ემსხვერპლა.