პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 189 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 300-მდე გაიზარდა. ქვეყნის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 622 სახლი განადგურდა. მუსონური წვიმები ყოველწლიურად ივნის-სექტემბერში პაკისტანს დიდ ზიანს აყენებს. გასულ წელს მისგან გამოწვეულ წყალდიდობას 1700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყანას 30 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.