ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლეიკ-პლესიდში ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა პირველი ადგილი დაიკავეს. აღნიშნულმა სპორტსმენებმა ზაფხულში მოქალაქეობა შეიცვალეს და საქართველოს სახელით პირველად იასპარეზეს. აქამდე ისინი რუსეთის სახელით გამოდიოდნენ. დევისისა და სმოლკინის ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ კარიერაში. უფრო მაღალი მაჩვენებელი მათ მხოლოდ ორ ტურნირზე ჰქონდათ.