აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში.
ხოლო, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი.