უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზმაილის პორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე მარცვლეულზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა. როიტერის ცნობით, ზარალის ოდენობა სერიოზულია. „თავდასხმის შემდეგ მარცვლეულზე ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 4%-ით გაიზარდა და მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა კიდევ 2,5%-ით მოიმატა, რაც უკრაინის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორის, ბაზრიდან გამოთიშვის მცდელობით არის განპირობებული. როიტერსი წერს, რომ რუსეთის თავდასხმა იზმაილის პორტზე, კრემლის მიერ უკრაინის საზღვაო საექსპორტო ბლოკადის აღდგენისთვის ძალის გამოყენების გაზრდის მაჩვენებელია.