აბიტურიენტს, რომელმაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლოში დავა მოუგო, ისტორიის გამოცდა არ დააწერინეს, რის გამოც დედამ - ინგა ბაშიროვმა, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან შიმშილობა დაიწყო. სანდრო ბაჩიაშვილს გამოცდა 17 ივლისს ჰქონდა დანიშნული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მასზე გასვლა ვერ შეძლო. 18 ივლისს მშობლებმა ცენტრს მიმართეს და დამატებითი გამოცდის დანიშვნა სთხოვეს, თუმცა ცენტრისგან პასუხი ვერ მიიღეს. ამის შემდეგ აბიტურიენტმა უკვე სასამართლოს მიმართა. რას ამბობს, აბიტურიერნტის ოჯახი და როგორია გამოცდების ეროვნული ცენტრიას პოზიცია.