ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე.წ. "რესპუბლიკა" მზადაა მიიღოს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს. როგორც მან აღნიშნა, ზაფხულის პერიოდში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ი წერს, რომ ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული "არამეგობრული აქციის" შესახებ კომენტირებისას განაცხადა.