ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ აქციაზე დაკავებული 15 პირის პროცესი გუშინ გაიმართა - ისინი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო მისცა. საბალოო გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს დღეებში მიიღებს.