რა პრობლემები აქვთ ქალთა მე-5 სპეციალური დაწესებულების მსჯავდებულებს - სახალხო დამცველი ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პატიმარ ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა უწყლობააც. მსჯავრებულებს ხშირად ბანაობა ცივი წყლით უწევთ და ისიც კვირაში ორჯერ. უკმაყოფილების მიზეზია სამედიცინო მომსახურებაც. მონიტორინგით დადგინდა, რომ მსჯავრდებულებს ამ მომსახურების მიაღებად რიგში დგომა თვეების განმავლობაში უხდებათ.