სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიზნით, სლოვაკეთმა „სოლიდარობის დერეფნის“ გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ხელმძღვანელის იოჟეფ ბირეშის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის გატანა საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო გზების გამოყენებით უნდა მოხდეს.
"სლოვაკეთი ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას ინფრასტრუქტურის სფეროში, იმისთვის, რომ ტრანსპორტირების პირობები, რაც შეიძლება, მარტივი გახდეს და მარცვლეული სწრაფად მოხვდეს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა“, - განაცხადა მინისტრმა.