რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი "ტელეგრამში" წერს.
მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.