ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქის სასამართლო პროცესი გადაიდო. ისინი ამჟამად თავისუფლები არიან. სასამართლო პროცესები 7 აგვისტოს გაიმართება. უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ დაკავებისას უფლებამოსილებას გადაამეტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 23 ადამიანი დააკავა, მათგან 15 ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა.