პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორმა ბელარუსულმა შვეულმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდის, ასევე, პროცესში დამატებითი ძალებისა და საშუალებების, მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენების ჩართვის ბრძანება გასცა. პოლონეთის მთავრობამ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ნატო-ს უკვე შეატყობინა. მომხდარის ასახსნელად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის დროებითი რწმუნებულიც დაიბარეს.