საჭიროა ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში - ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის ანგარიშში. გასული წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს საკითხი 5 პუნქტად არის დაყოფილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ქვეყანას საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით წინსვლა ჰქონდა. თუმცა, შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით.