ჩინეთი შეერთებულ შტატებს ტაივანისთვის იარაღით დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, „არასწორ და საშიშ“ გზაზე სიარულისგან თავი შეიკავოს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ტან კეფეის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ყველა სახის სამხედრო შეთანხმება უნდა შეწყვიტოს. პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ტაივანისთვის 345 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა.