საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნები გახდნენ, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ოპოზიციური სპექტრი და ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს, ხელისუფლება კი განმარტავს რომ საქართველომ ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და ღირებული ნაბიჯი გადადგა.