ბათუმის პორტში გამართულ საპროტესტო აქციასა და “ასტორია გრანდეს” გარშემო განვითარებულ პროცესებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, გემი კუნძულ პალაუში არის რეგისტრირებული და ამავე ქვეყნის დროშის ქვეშ გადაადგილდება. გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბორტზე რუსი ტურისტების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. რა გზავნილები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს და როგორ გამოეხმაურნენ მის სიტყვებს ოპოზიციაში.