საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება - მესამე სექტორი აღნიშნულ საკითხზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ ორგანიზებით, 9 არასამთავრებო ორგანიზაციის მიერ მომზადებული „სტატუსმეტრის“ მიხედვით, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პუნქტი კვლავ არ არის შესრულებული. მცირე პროგრესი ჩანს დამოუკიდებელი მედიაგარემოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით. ოპოზიცია გატარებულ რეფორმებს ფასადურს უწოდებს. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქტიურად მუშაობს.