გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.
ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს.