რომელი ოპოზიციური პარტების ერთობას ვიხილავთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში - ოპოზიციის ნაწილი კოალიციის საჭიროებაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გაერთიანდება და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში ინდივიდუალურად დაამარცხებენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, რომ მმართველმა პარტიამ ხმების უმრავლესობა ვერ მოაგროვოს. რაც შეეხება ზოგიერთი დამოუკიდებელი დეპუტატის პოზიციას, როგორც თეონა აქუბარდია აცხადებს, მას ამ ეტაპზე არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები არ ჰქონია.