საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რაც მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს გამო, ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ პოზიციაში ამყოფებს. პრემიერის განცხადებით, საქართველოს სურს, რომ დასავლეთსა და აზიას შორის დამაკავშირებელი გახდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინში გამართულ ბიზნესფორუმზე იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემდეგ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება. მთავრობის მეთაურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვაგვარად აფასებს. ვინ როგორ გამოეხმაურა პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტს.