უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დღევანდელი დღის მდგომარეობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 246 690 რუსი სამხედრო გაანადგურეს.
გენშტაბის ცნობით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 500 რუსი ჯარისკაცი იქნა ლიკვიდირებული.
„ასევე უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განადგურებულია 4216 ტანკი, 8205 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 4839 საარტილერიო სისტემა, 699 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 315 თვითმფრინავი, 311 ვერტმფრენი, 4027 უპილოტო საფრენი აპარატი, 1347 ფრთოსანი რაკეტა, 18 ხომალდი/კატარღა, საავტომობილო ტექნიკისა და ავტოცისტერნების 7324 ერთეული და სპეციალური ტექნიკის 718 ერთეული“, - ნათქვამია განცხადებაში.