რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსულ საპატრულო ხომალდებზე იერიშის მიტანა სცადეს.
უწყების მტკიცებით, შეტევაში სამი საზღვაო დრონი მონაწილეობდა, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამი საზღვაო უეკიპაჟო კატარღით საპატრულო ხომალდებს „სერგეი კოტოვსა“ და „ვასილი ბიკოვს“ შეუტიეს. მცდელობა წარუმატებელი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეს ორი ხომალდი შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ნაოსნობას აკონტროლებს.