ესპანური მედიის ცნობით, „ვალენსიას“ მამარდაშვილის გაყიდვა 25 მილიონ ევროდ სურს. თუ ქართველი მეკარე „ღამურებს“ დატოვებს, ესპანური კლუბი ვისენტე გუაიტას დაიმატებს, მხარეებს შორის შეთანხმება არსებობს, თუმცა გუაიტას „მესტალიაზე“ მხოლოდ ქართველი მეკარის ტრანსფერის შემთხვევაში დაბრუნდება.
Radio Taronja-ს ინფორმაციით, სხვადასხვა ევროპული წყაროები წერდნენ, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვდა, თუმცა აღნიშნული წყაროს მიხედვით კლუბმა სატრანსფერო თანხა შეამცირა, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს.
36 წლის გუაიტა, რომელიც „კრისტალ პალასში“ თამაშობს, მამარდაშვილის ტრანსფერის შემთხვევაში პრემიერ ლიგის კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს და „ვალენსიაში“ დაბრუნდა, სადაც 2008-14 წლებში თამაშობდა.
გარდა ამისა, BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იან ზომერის სავარაუდო შემცვლელთა შორის „სევილიას“ მეკარე, იასინ ბონო დაემატა და „ალიანც არენაზე“ თვლიან, რომ მაროკოელი ფეხბურთელი, დავიდ რაიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ვარიანტია. სწორედ ამიტომ, მიუნხენში მამარდაშვილის გადასვლა ფაქტობრივად გამორიცხულია. ქართველ მეკარეს სხვა ევროპული გრანდები აკვირდებიან, თუმცა მამარდაშვილის შეძენის მსურველთა ზუსტი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.