ესპანური მედიის ცნობით, ლა ლიგის ბინადარი „კადისი“ კიდევ ერთი კლუბია, რომელიც დაუკავშირდა „მეცს“ და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო პირობებს გაეცნო.
Diario di Cadiz-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო სიაში უკვე შეიყვანა. სწორედ ამიტომ „კადისი“ ტრანსფერის პირობების გასარკვევად ფრანგული კლუბის პრეზიდენტს, პიერ დრეოსის დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ ასულ სეზონში „კადისმა“ ლა ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე „მარსელის“ პრეზიდენტი, პაბლო ლონგორიაც ფიქრობს. აღნიშნულ ინფორმაციის კონტრარგუმენტად ფრანგულ მედიაში ის ფაქტი მოჰყავთ, რომ „მარსელმა“ არაერთი შემტევი - მათ შორის პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ისმაილა სარი და ილიმან ნდიაე უკვე დაიმატა. მიქაუტაძეზე „მეცის“ კაპიტანმა, მატიუ უდოლმაც ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ქართველმა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.