ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება. პირველად აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის საკუთარი შედეგის ნახვას შეძლებენ.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.