თურქეთში 16 ივლისს გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაახლოებით 2500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, მათ შორის დაახლოებით 1200 ჰექტარი ტყის მასივი. ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიებზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზება 52 საათის შემდეგ მოხერხდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 9 თვითმფრინავი, 22 ვერტმფრენი და 78 სახანძრო ავტომობილი იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში რეკორდულმა სიცხემ ხანძრები გამოიწვია.